19:05 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 13:54:19, 1828 ნახვა

საზოგადოება
მეტროპოლიტენის მგზავრებს საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსანი’’ დაურიგდათ

თბილისის მერიის კამპანია „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება.  

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, ასევე მატარებლის მოსაცდელ ბაქანზე მგზავრებს საჩუქრად 6 სხვადასხვა გამომცემლობის 300 წიგნი გადაეცათ.

მათივე ცნობით, „ნეკერის“, „დიოგენეს“, „ინტელექტის“, „მერიდიანის“, „სეზანისა“ და „პალიტრა L”-ის  შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ამ პოემის შესახებ გამოცემული წიგნები მერიისა და გამომცემლობების წარმომადგენლებმა დაარიგეს. 

კამპანიის „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ ფარგლებში, რომლის მიზანიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს წიგნები საჩუქრად გადაეცემათ. 

დღევანდელი აქციით,  დედაქალაქის მერია შეუერთდა ღონისძიებებს, რომლებიც, ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს ეძღვნება.  

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics