|
2017-05-25 12:48:25, 1658 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ქმედების კრიმინალიზაცია მოხდება
გარემოსდაცვითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ქმედების კრიმინალიზაცია მოხდება. შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილებები მედიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო: "ადმინისტრაციულ სამართალწარმოებათა კოდექსის“ მიერ დადგენილი სახდელები ამა თუ იმ ტიპის გარემოს დაცვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ხშირად ვერ ფუნქციონირებდა. გვყავს ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უკვე სახელებითა და გვარებით ვცნობთ და სისტემატურად სჩადიან სამართალდარღვევებს. ეს ეხება უკანონო თევზჭერას, უკანონო ნადირობას, ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, ნარჩენების გადაყრას. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და ინტენსიური არის წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტები. მთელი პაკეტის განსაზღვრა არის ის, რომ იქ, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსით დაწესებული სახდელები აღარ არის ქმედითი, იქ განმეორებით შემთხვევაში მოხდეს ქმედების კრიმინალიზაცია და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ხოლო იქ, სადაც წლის განმავლობაში სასამართლომ გამოიყენა შენიშვნის სახით ერთხელ გაფრთხილება, ასეთი ადამიანისთვის 1 წლის განმავლობაში კიდევ თუ ჩაიდინა, მაშინ აღარ იყოს შესაძლებელი, რომ გამოყენებული იყოს კიდევ განმეორებით სიტყვიერი გაფრთხილება. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების შემდეგ სისტემა უფრო ქმედითი გახდება და გამეორებების სურვილი სამართალდამრღვევებს უნდა წაერთვათ",- აღნიშნა აგულაშვილმა. ცვლილებათა პაკეტი სააბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)