|
2017-05-25 10:45:40, 1662 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: მაღალმთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფო მაცხოვრებლებს დაეხმარება
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, თუკი მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა კოოპერატივებს შექმნის, მათ სახელმწიფო რამდენიმე სახის დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. "მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონები. იმისთვის, რომ არ მოხდეს მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შევუწყოთ მთაში მცხოვრებლების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, მნიშვნელოვანი პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, მთელ რიგ დახმარებებს სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება ტექნიკის გადაცემა, სათიბ-საძოვრების გადაცემა იმისთვის, რომ მეცხოველეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი”,-აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ პროგრამა ორ წელს მოიცავს და სახელმწიფოს მხრიდან 6 მილიონი ლარის დაფინანსება იქნება გამოყოფილი. „პირველ ეტაპზე პროგრამა ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას. აღნიშნული პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში საბალანსო ღირებულების მხოლოდ 23%-ს დაფარავს. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიეერბის მიზნით. მოდელად ავიღეთ ქართულ-შვეიცარული პროექტი, რომელიც რაჭაში ხორციელდება",- განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)