|
2017-05-24 19:37:58, 1647 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის განათლების პროგრამების პრეზენტაცია „თბილისი მარიოტში“ შედგა
თბილისის მერიის განათლების პროგრამების პრეზენტაცია თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საჯარო სკოლების დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და თბილისის მერიის მიერ საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნინა ხატისკაცის თქმით, აღნიშნულ პროგრამებში საჯარო სკოლების ფართო ჩართულობა ცხადყოფს თბილისის მერიისა და საგანმანათლებლო სისტემის წარმატებულ თანამშრომლობას, რაც სკოლების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების დაფინანსების მიზნით ახალი კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო განაცხადები 22 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მიიღება. ღონისძიების ბოლოს, თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს სერტიფიკატები გადაეცათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)