19:05 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 17:26:06, 1703 ნახვა

საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელს ახალი მოადგილე ჰყავს

აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ნანა დიასამიძე დაინიშნა.

სააგენტოს თანამშრომლებს, დირექტორის ახალი მოადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ - ლელა სურმანიძემ წარუდგინეს.

ნანა დიასამიძემ, 1996 წელს დაამთავრა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მას მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 1997-1999 წლებში იყო ბათუმის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის სამართალმცოდნეობის მასწავლებელი; 2005-2006 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებელი; 2006-2009 წლებში კავშირი “სთეფ ფორვარდის” ჯანდაცვის ომბუდსმენი; 2010 წელს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის იურისტი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა პროექტებს: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „ხედვა დაბრკოლების მიღმა“; ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი “ ჩვენი გარემო ჩვენი სიამაყეა; ფონდი „ღია საზოგადეობა საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტი „ საქართველო ჩემი სამშობლოა“.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics