2017-05-19 20:53:29, 2001 ნახვა
საზოგადოება
„მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
"მზიურის" მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინაროებს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 112-ზე შემოვიდა შეტყობინება, რომ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ კაფეში შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოახდინეს რეაგირება.
"მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ევაკუაცია, როგორც ადგილობრივების ისევე ადგილზე შეკრებილების. აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდება შესაბამისი რეაგირება", - აცხადებენ შს უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე "მზიურთან" სასულიერო პირებისა და მრევლის საპროტესტო აქცია მიმდინაროებდა. შეკრებილები ფილმ ”პრაიდის” ჩვენებას აპროტესტებდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან