|
2017-05-18 18:24:53, 1670 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“: „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
„საქართველოს რკინიგზა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 16 მაისს მომზადებული სიუჟეტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. „ტელეკომპანია რუსთავი ორის მიერ მომზადებული სიუჟეტის საპასუხოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს რკინიგზა ახორციელებს თავის საქმიანობას წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით. კომპანია მუდმივად აწარმოებს ანგარიშგებებს რომელსაც ითვალისწინებს, როგორც ქართული კანონმდებლობა, ასევე ლონდონის საფონდო ბირჟა. საქართველოს რკინიგზის აუდიტორი გახლავთ მსოფლიოს ოთხეულში შემავალი „კეიპიემჯი“, ხოლო იურიდიულ კონსულტაციებს გვიწევს კომპანია „დეკერტი“. საქართველოს რკინიგზას ლოჯისტიკური საქმიანობისთვის აქვს დაფუძნებული შვილობილი კომპანიები: „GR ტრანზიტი“, „GR ლოჯისტიკა და ტერმინალები“, “GR ტრანზიტ ლაინი“, „GR ტრანს შიფმენტი“ ამ კომპანიების 100%-იანი წილის მფლობელი არის სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზა” და შესაბამისად, მათი ფინანსური საქმიანობის კონსოლიდირება ხდება საქართველოს რკინიგზის ფინანსურ ანგარიშგებებში. თითოეული ეს კომპანია დარეგისტრირებულია საქართველოში ქართული კანონმდებლობის საფუძველზე. 16 მაისს მომზადებული სიუჟეტი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, სიუჟეტში მოცემული ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ კომპანიათა სარეგისტრაციო მონაცემები არის საჯარო რეესტრში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)