|
2017-05-18 15:03:05, 2144 ნახვა
საზოგადოება
„არა ხმაურს“ - მოქალაქეებმა ხმაურის საკანონმდებლო რეგულირების მხარდამჭერი აქცია გამართეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მდებარე პარლამენტის შენობასთან საზოგადოებრივი კავშირის“ არა ხმაურს“ წევრებმა და სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლებმა, რომლებსაც მათ საცხოვრებელ სივრცეებში ხმაურთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნიათ, აქცია გამართეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროფესიით ექიმმა მანანა სვანიძემ განუცხადა, ხმაურის საკანონმდებლო რეგულირებას მხარს უჭერენ და მოითხოვენ, მისი სიღრმისეულად განხილვა მოხდეს. ის იმედოვნებს, რომ მალე გადაჭარბებული ხმაური კანონით დასჯადი გახდება: „სესიაზე ხმაურის რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი იხილება და ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ეს განხილვა ჩატარდეს სიღრმისეულად ისე, რომ მოქალაქეები მალე დაცული ვიყოთ ხმაურისგან, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე და რომლისგანაც მრავალი წელი იტანჯება თბილისის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. ხმაურის წყაროებს ძირითადად წარმოადგენენ გასართობი დაწესებულებები, ასევე სხვადასხვა სავინტილაციო სისტემები, გამწოვები, ღამის ფოერვერკები და ასე შემდეგ. იმედი გვაქვს, მალე, ნორმატივებს გადაჭარბებული ხმაური დაისჯება კანონით“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მანანა სვანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)