|
2017-05-18 11:03:30, 1941 ნახვა
საზოგადოება
დონალდ ტრამპმა ქართველ კადეტს დიპლომი გადასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა ქართველ კადეტს სანაპირო დაცვის აკადემიის დიპლომი გადასცა ქართველმა კადეტმა ელდარ საგანელიძემ აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში მდებარე სანაპირო დაცვის აკადემიის 200-კვირიანი კურსი წარმატებით დაასრულა. გამოსაშვებ ცერემონიალს აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრო და 194 კურსდამთავრებულთან ერთად ქართველ კადეტს უმაღლესი სამხედრო აკადემიის დიპლომი პირადად გადასცა. რიგითი ელდარ საგანელიძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელად 2013 წლიდან ირიცხება. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მას ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპეციალიზაციით იმსახურებს. „თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ და იცით, თქვენი ცხოვრება მომავალში როგორ წარმართოთ. სანაპირო დაცვის სამხედროებს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვთ არა მარტო შეიარაღებულ ძალებში, არამედ ზოგადად ქვეყნისთვისაც. თქვენ მოგიწევთ განსხვავებული როლების შესრულება - ზოგიერთი თქვენგანი სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენი მთავარსარდალი“, - ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიის 2017 წლის კურსდამთავრებულებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)