|
2018-06-16 17:00:18, 2080 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში“ - შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. შსს-ს თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს ევროკომისიას და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას აღნიშნული პროექტის დაფინანსებისათვის, პარტნიორ ქვეყნების წარმომადგენლებს კი - აქტიური თანამშრომლობისთვის. კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ: ევროკომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და მიღწეული შედეგები შეაჯამეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა, ევროკომისიის დაფინანსებით, 2014 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)