12:18 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 15:19:08, 1573 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქმა 7 და მეტშვილიან ოჯახებს მამულისთვის თავდადებულის სიგელები გადასცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი ოჯახები დააჯილდოვა.

ილია მეორემ იმ ოჯახებს, რომლებსაც 7 ან მეტი შვილი ჰყავთ, მამულისთვის თავდადებულის სიგელები გადასცა.

პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რადგან იგი წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics