|
2017-05-17 11:46:25, 1359 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები ფორმალური ხასიათისაა
საქართველოს სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები. ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს. "17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და მისი აღნიშვნა ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, 1990 წელს განხორციელდა. სოლიდარობის გაცხადებისა და ძალადობის დაგმობისაკენ მიმართული დღის აღნიშვნას, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად სდევს ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული ქმედებები ლგბტი ადამიანებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ. აქვე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს ნომერზე 14–81.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)