2017-05-16 12:22:30, 1645 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით, ყველაზე აქტიურ ბანკად კიდევ ერთხელ დასახელდა
საქართველოს ბანკმა EBRD-ის ჯილდო „2016 წლის ყველაზე აქტიური ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით საქართველოში“ მიიღო.
ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკს EBRD–ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაეცა.
EBRD- ის TFP (ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა), 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-იმ დღემდე 18.500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან