|
2017-05-15 15:04:24, 1658 ნახვა
საზოგადოება
საიას ინფორმაციიით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 17 მაისს სახელმწიფომ შეკრების უფლების დაცვა ვერ შეძლო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 12 500 ლარის გადახდა დაეკისრა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული მოქმედებები არაეფექტურად მიიჩნია. სასამართლოს შეფასებით, სამინისტრო ვალდებული იყო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გამოეყო შესაბამისი ოდენობის და შესაბამისი აღჭურვილობის მქონე პოლიციელები და გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი აქციის მონაწილეების დასაცავად. „მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოს გულგრილობა და უმოქმედობა, პრაქტიკულად გულისხმობს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობის წახალისებას, რაც ამ ყველაფრის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულების მაჩვენებელია. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო მსგავსი გამოცდილების გააზრების შემდგომ, აღარ დაუშვებს წარსულის შეცდომებს და ეფექტურად შეძლებს ქვეყანაში შეკრების უფლების დაცვას“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)