|
2017-05-15 13:04:13, 1484 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად მართლმადიდებლური ეკლესიის, იუსტიციის სახლებისა და ჯარის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, კითხვაზე “როგორ შეაფასებდით ... საქმიანობას”, შედეგები ასე გადანაწილდა: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია: 14% ძალიან კარგად, 44% - კარგად, 23% - საშუალოდ, 6% - ცუდად, 1% - ძალიან ცუდად, 11%-მა არ იცის, 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა; იუსტიციის სახლები: 9% ძალიან კარგად, 46% - კარგად, 30% - საშუალოდ, 5% - ცუდად, 1% - ძალიან ცუდად, 9 %-მა არ იცის; საქართველოს ჯარი: 5% - ძალიან კარგად, 44% - კარგად, 35% - საშუალოდ, 6% ცუდად, 1% - ძალიან ცუდად; 10%-მა არ იცის; საქართველოს პოლიცია: 4 - ძალიან კარგად, 33% - კარგად, 43% - საშუალოდ, 12% -ცუდად; 2% - ძალიან ცუდად, 6%-მა არ იცის; სახალხო დამცველი: 1% ძალიან კარგად, 22% კარგად, 43% საშუალოდ, 11% - ცუდად, 2% - ძალიან ცუდად; 22%-მა არ იცის; მთავარი პროკურატურა: 1% - ძალიან კარგად, 12% - კარგად, 41% - საშუალოდ, 16% - ცუდად; 3%- ძალიან ცუდად, 27%-მა არ იცის; სასამართლოები: 1% - ძალიან კარგად, 12% - კარგად; 40% - საშუალოდ; 22%- ცუდად, 5 % - ძალიან ცუდად, 20%-მა არ იცის, 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა; თბილისის საკრებულო: 1%- ძალიან კარგად, 11% - კარგად, 43% - საშუალოდ, 20% ცუდად, 8% - ძალიან ცუდად, 16%-მა არ იცის, 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა; პარლამენტი: 0% - ძალიან კარგად, 10% - კარგად, 49% - საშუალოდ, 25% - ცუდად; 6% ძალიან ცუდად, 9%-მა არ იცის. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)