|
2017-05-14 14:09:32, 1692 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სამოყვარულო ველოგარბენი - „გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართა
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ და ევროპის დღეების ფარგლებში, თბილისში სამოყვარულო ველოგარბენი - „გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ველოგარბენის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გარბენმა სტარტი ვაკის პარკიდან აიღო და ი.ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით, თავისუფლების მოედანზე დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 200-მდე მოყვარული ველომრბოლელი, მათ შორის, შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები. ორგანიზატორებმა სიმბოლურად გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციის ექვსი გამარჯვებული, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები, ველოსპორტისთვის საჭირო აქსესუარები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული, ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)