|
2017-05-13 18:05:26, 1701 ნახვა
საზოგადოება
პროფკავშირების გაერთიანება ტყიბულში სამგლოვიარო მარშის მოსაწყობად ემზადება
14 მაისს ტყიბულის ცენტრალურ ქუჩაზე, 12:00 საათზე პროფესიული კავშირების გაერთიანების, სტუდენტური და არასამთავრობო ორგანიზაციების მასშტაბური მსვლელობა გაიმართება, რომელიც ქალაქის ყველა მთავარ ქუჩას მოივლის. ტყიბულის მინდელის მაღაროში, სამუშაოს შესრულებისას გარდაცვლილ ალეკო ჭელიშვილს, ვიქტორ დაღუნდარიძეს, გიზო გუბელიძეს და გიზო კუბლაშვილს ტყიბულის სასაფლაოზე ხვალ დაკრძალავენ. პროფკავშირები და სამგლოვიარო მარშის სხვა ორგანიზატორები მოუწოდებენ ქვეყნის ყველა ქალაქისა და დასახლების მაცხოვრებლებს 14:00 საათზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა დაკრძალვის დროს, მანქანის გაბმული საყვირი მისცენ და საკუთარი პროტესტი და მწუხარება ამ ფორმით გამოხატონ. „მომხდარი ასობით ტრაგედიის, მათ შორის რამდენიმე დღის წინ ტყიბულში ოთხი მაღაროელის გარდაცვალება შრომის უფლებების იგნორირების შედეგია. ბრალი სახელმწიფოს მიუძღვის და ამმიმართულებით რადიკალური რეფორმების გატარებაა საჭირო", – განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)