|
2017-05-12 17:11:02, 1584 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა იმერეთის რეგიონში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ იმერეთის რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 360 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცონტიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ ქუთაისსა და ხონში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდულ სახლები მოინახულეს. სოზარ სუბარის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, სახლს კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. ყურაშვილების 4-სულიან ოჯახს სამინისტრომ სახლი 2000კვ.მ მიწის ნაკვეთით ხონში შეუძინა. ფიქრია ყურაშვილის თქმით, სახლი საკუთარი სურვილით შეარჩიეს და ახლა მის გარემონტებას გეგმავენ. ქალბატონი ფიქრიას მეუღლე ჯარისკაცია და ავღანეთში მსახურობს. 2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 500-ზე მეტ ოჯახს შეუსყიდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)