|
2017-05-12 14:26:09, 1569 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია სიონის ტაძარში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებას დაესწრო
წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა, წმინდა მოციქულის ხსენების დღე მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა. ღვთისმსახურებას მინისტრი ლევან იზორია დაესწრო და სამხედრო მოსამსახურეებსა და სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა. „ვულოცავ სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. მისი ქადაგების ძალა და მადლი გვანმტკიცებს ჩვენ ქრისტიანულ მრწამსში და, ღვთის წყალობით, მომავალ თაობებსაც განამტკიცებს რწმენაში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. სიონის საკათედრო ტაძარში განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, მღვდელმსახურები და მრევლი იმყოფებოდნენ. წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც პირველწოდებული ეწოდა. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა. უფლის მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს - 12 მაისი წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეა, ხოლო 13 დეკემბერი - გარდაცვალების.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)