|
2017-05-12 11:10:17, 1694 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის საბჭოთა დაშლა კარგი მოვლენა იყო. კერძოდ, კითხვაზე - „საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი“, გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა, რომ კარგი მოვლენა იყო; 42%-ის აზრით, ცუდი; 10%-მა კი აღნიშნა, რომ „არ იცის“. აღსანიშნავია, რომ ისინიც კი, რომლებიც აცხადებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე არიან. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)