|
2017-05-11 15:56:36, 1575 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფებოდა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, IMO-ს საზღვაო ელჩი საქართველოში კაპიტანი მამუკა ახალაძე ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პორტუგალიის საზღვაო ადმინისტრაციისა და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) ხელმძღვანელობასთან. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პორტუგალიის საზღვაო ადმინისტრაციასთან შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორი ქვეყნის საზღვაო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ქართველი მეზღვაურების დასაქმების ტენდენციები პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. პორტუგალია ერთ-ერთი უძველესი საზღვაო ქვეყანაა, სადაც რეგისტრირებულია 30000 მეზღვაური (აქედან 25000 მეთევზე მეზღვაური) და პორტუგალიის დროშის ქვეშ დაცურავს 1000 -მდე გემი. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 5 ნოემბერს პორტუგალიამ ოფიციალურად აღიარა ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის სერთიფიკატები. ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა 2011 წლიდან დღემდე განხორციელებული რეფორმების შესახებ, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საზღვაო სწავლა- განათლების, წვრთნას და სერთიფიცირების სისტემის განახლებას და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას. ასევე განხილული იქნა საქართველოს მზაობა EMSA-ს აუდიტისთვის, რომელიც სავარაუდოდ ჩატარდება 2018 წლის ბოლოს და რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს აღიარების შენარჩუნება. ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ თავის მხვრივ ისაუბრა ევროკავშირის პროექტის BCSEA ფარგლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონსძიებების თაობაზე, რომელიც უშუალოდ შეეხება საქართველოს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ირანს, მოლდოვეთს, თურქეთს, თურქმენეთის და უკრაინას. ხსენებული პროექტი გაეშვა 2017 წლის 1 თებერვალს, გაგრძელდება 4 წლის განმავლობაში და ღნიშნული პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 4 მილიონ ევროს. ქართულმა დელეგაციამ დამატებით გაიარა კონსულტაციები EMSA-სთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საზღვაო სასწავლებლების სტუდენტთა სანაოსნო პრაქტიკის პრობლემების მოგვარება და საქართველს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნებში მიღებული საზღვაო განათლების აღიარება საქართველოს მიერ მეზღვაურთა შემდგომი დასაქმებისათვის. პორტუგალიაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვიზიტს მხარს უჭერდა და მასში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)