|
2017-05-11 13:48:55, 1814 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს 12 მოსამართლე დანიშნა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს კენჭი უყარეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში ხუთივე ვაკანსია შეივსო. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ: ილონა თოდუა, მერაბ ლომიძე, მარიამ ცისკაძე, და თეა ძიმისტარაშვილი. უვადო მოსამართლედ დაინიშნა მიხეილ ჩინჩალაძე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში არსებული 5 ვაკანსიიდან 4 შეივსო. გამოსაცდელი ვადით მოსამართლეებად დაინიშნენ: ირაკლი ბონდარენკო, თამარ ზამბახიძე და გელა ქირია. მოსამართლე ოთარ სიჭინავა უვადო მოსამართლედ გამწესდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში არსებული 7ვაკანსიიდან მხოლოდ 3 შეივსო. გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ: მურმან ისაევი, რევაზ ნადარაია და შორენა ყავლაშვილი. ცნობისთვის, 24-მა მოსამართლემ გასაუბრების პირველი ეტაპი ვერ გადალახა, მათ შორის არის მოქმედი პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი. კენჭი ეყრებათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენრურობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. შეგახსენებთ, რომ სულ 108 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან 101 კანდიდატი გამოცხადდა გასაუბრების პირველ ეტაპზე, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა, თუმცა 79-დან ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)