|
2017-05-11 13:05:24, 1678 ნახვა
საზოგადოება
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად 10-11 მაისს კახეთში ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად, 10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა, რისთვისაც სისტემამ 292 რაკეტა გაისროლა. დელტას ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 10 მაისის დღის მეორე ნახევრიდან დაფიქსირდა კახეთის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები, საერთო ფართობით 4200 კმ2. ღრუბლის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარელის და დედოფლისწყაროს რაიონები. 14:30 საათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომამ კი 20 მმ-ს. 10 მაისის დღის 14:34 საათიდან 11 მაისის დილის 07:03 საათამდე ღრუბლების დამუშავება 292 ერთეული რაკეტით ეტაპობრივად განხორციელდა, შემოსული ნალექის სრული მასა აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)