|
2017-05-11 12:18:15, 2493 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა
სააპელაციო სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძე 11 ხმით უვადო მოსამართლედ დაინიშნა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების კენჭისყრა მიმდინარეობს. იმისთვის, რომ სასურველი თანამდებობა დაიკავონ, მათ საბჭოს წევრების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებათ. არსებული ინფორმაციით, 24-მა მოსამართლემ გასაუბრების პირველი ეტაპი ვერ გადალახა, მათ შორის არის მოქმედი პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი. კენჭი ეყრებათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენრურობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. შეგახსენებთ, რომ სულ 108 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან 101 კანდიდატი გამოცხადდა გასაუბრების პირველ ეტაპზე, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა, თუმცა 79-დან ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მოსამართლეთა დიდი ნაწილი მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება, გარდა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)