|
2017-05-11 12:32:27, 1928 ნახვა
საზოგადოება
ოთარ სიჭინავა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ოთარ სიჭინავა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. ამის შესახებ შესაბამი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრაზე მიიღეს. ოთარ სიჭინავას 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, სააპელაციო სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძე ასევე, 11 ხმით უვადო მოსამართლედ დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ სულ 108 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან 101 კანდიდატი გამოცხადდა გასაუბრების პირველ ეტაპზე, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა, თუმცა 79-დან ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მოსამართლეთა დიდი ნაწილი მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება, გარდა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)