|
2017-05-10 17:19:20, 1603 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,შეხვედრაზე მეფუტკრეობის დარგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ასევე ყურადღება გამახვილდა დარგში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მეფუტკრე კოოპერატივების წევრებს სამომავლო პროექტები გააცნო და მათთან ერთად თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის იდეა განიხილა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა იდეა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ თანამედროვე სტანდარტების თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა საქართველოში მეფუტკრეობის კოოპერატივების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)