|
2017-05-10 16:47:26, 1855 ნახვა
საზოგადოება
IV მექანიზებულ ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
ევროპის დღეების ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის, ქალაქ ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა დავითიანისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის IX-XII კლასების მოსწავლეებმა სამხედრო ქვედანაყოფში ერთი დღე გაატარეს. მათ ვაზიანის სამხედრო ბაზის ტექნიკა, ასევე აღჭურვილობა დაათვალიერეს და სიმულაციურ ცენტრსაც ესტუმრნენ. IV მექანიზებული ბრიგადის S2 დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ნიქაბაძემ მოსწავლეებს სამხედრო ნაწილის ისტორია გააცნო და ბრიგადის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი წარუდგინა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მასტერ-სერჟანტმა ლევან ჯანგირაშვილმა კი, მოსწავლეებს ლექცია - „ევროკავშირის მისიები და საქართველო“ წარუდგინა. მან ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოგვიანებით, ახალგაზრდებმა „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. მოსწავლეების შეიარაღებულ ძალებში სტუმრობა თავდაცვის სამინისტროსა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)