|
2017-05-10 12:51:26, 1734 ნახვა
საზოგადოება
საქართველო გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ კვირეულს შეუერთდა
საქართველო გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ კვირეულს შეუერთდა. კვირეულის გზავნილია "გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!". კვირეულის აღსანიშნავ კონფერენციაში, რომელიც სასტუმრო "რადისონში" იმართება, მონაწილეობას იღებენ გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ნილ სკოტი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი. შეხვედრის მიზანია, საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. 8-14 მაისის კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიება იგეგმება. საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია, მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)