|
2017-05-10 11:21:29, 1503 ნახვა
საზოგადოება
სატრანსპორტო კომპანია: „წერეთლის“ სადგურზე შესაბამისმა სამსახურებმა დაკვამლიანების შეჩერება ოპერატიულად მოახერხეს
მეტროსადგურ „წერეთლის“ ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე მცირედი დაკვამლიანება შეიმჩნეოდა, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით, მგზავრების მიღება დროებით შეწყდა“, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. კომპანიის ცნობით, სადგურზე შესაბამისმა სამსახურებმა დაკვამლიანების შეჩერება ოპერატიულად მოახერხეს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „წერეთელზე“ 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება. უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურმა ,,წერეთელმა“ დროებით შეწყვიტა მგზავრების მიღება. დანარჩენი მეტროს სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. „წერეთლის“ სადგურზე უკვე მობილიზებულია სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)