|
2017-05-09 12:00:33, 1912 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სილეზიის სავოევოდოს ვიცე მარშალი სტანისლავ დობროვა ხელმძღვანელობს. შეხვედრას მარშალის ოფისის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. აღსანიშანვია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს პოლონეთში ქვემო სილეზიის და სილეზიის სავოევოდოებთან. თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. სხვადასხვა მიმართულებით თანამშრმლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე აჭარის რეგიონისა და სილეზიის სავოევოდოს ხელმძღვანელმა პირებმა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა აჭარა-სილეზიის თანამშრომლობის კომისიის სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა უწყებაში. დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ. სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია ბათუმს 10 მაისს დატოვებს. დღეს, დელეგაციის წევრები ქობულეთში „აგრო ბაზრის" გახსნას დაესწრებიან და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)