|
2017-05-09 11:03:45, 1670 ნახვა
საზოგადოება
მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფოტურები დაიწყო
მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ინფოტურებს იწყებს. პირველი ტურის ფარგლებში რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა ქედის ახალი ტურისტული მარშრუტი - გობრონეთის ტური გაიარეს. ინფოტურის მონაწილეება მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და გობრონეთში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს. ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ საოჯახო სახლების სერვისებსა და ურთიერთანამშრომლობის პირობებს. ქედაში, გობრონეთის მარშრუტი იმ ახალ ტურისტულ მარშრუტებს შორისაა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტებს სთავაზობს. მიმდინარე წელს, სააგენტო დამატებით ოთხი ტურისტული მარშრუტის მარკირება-განვითარებაზე მუშაობს. რაც შეეხება ინფოტურებს, წლის ბოლომდე მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით 15-მდე ინფოტურის ორგანიზება იგეგმება. შემდეგი ინფოტური 4 მაისს, მაჭახელას ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ჩატარდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)