|
2017-05-08 16:33:49, 1612 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია უფასო სასადილოებთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ განცხადებას ცილისწამებას და სიცრუეს უწოდებს
თბილისის მერია უფასო სასადილოებში კორუფციული სქემის არსებობის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ცილისწამებას და მორიგ სიცრუეს უწოდებს. მერია პარტიას მოუწოდებს, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, „პოპულისტური განცხადებების გაკეთების ნაცვლად“, შესაბამისი დოკუმენტები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს. „რაც შეეხება გაკეთებული განცხადების შინაარსს, თბილისის მერია ხაზს უსვამს იმ ცვლილებებს, რომლებიც განასხვავებს თბილისის ძველი და ახალი მმართველობის დროს, რაც ასევე დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშით. გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის ახალი მთავრობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ თბილისის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო, წელიწადში მინიმუმ 2–ჯერ ყველა უფასო სასადილოში ამოწმებს სანიტარულ ნორმებსა და საკვების ხარისხს. დღეისათვის უფასოს სასადილოების ერთჯერადი ცხელი სადილით, რომლის კილოკალორაჟი შეადგენს 1100 კალორიას, 39 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს“, - განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)