|
2017-05-07 10:57:24, 1984 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქი მეცნიერების ფესტივალს უმასპინძლებს
13 მაისს, მეცნიერების ფესტივალი „შეეხე მეცნიერებას“ გაიმართება. პროექტში წელს 100-ზე მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული. ნორჩი მეცნიერები და წარმატებული მოსწავლეები დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და სამეცნიერო პროექტებს გააცნობენ. ინოვაციური პროექტის ძირითადი პროგრამა 16:00 საათზე დაიწყება, რომლის განმავლობაში ექსპერიმენტებიც ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული გამომგონებლების ნამუშევრების გამოფენაც. ესქპერიმენტების შოუ მასპინძელი ორგანიზაციის, ისთ ფოინთის ცენტრალურ სივრცეშია დაგეგმილი და მას დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები წარადგენენ. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სხვადასხვა გამოგონებები და თავად ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებში. მეცნიერების ფესტივალში დემირელის სახელობის კოლეჯის გარდა თბილისის სხვა სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდა მეცნიერები დაშშმ გამომგონებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. წლევანდელ ფესტივალზე ექსპერიმენტები სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იქნება წარმოდგენილი. ჯამში დამთავლიერებელი 50-ზე მეტ საინტერესო ექსპერიმენტსა და 20-მდე ინოვაციურ გამოგონებას იხილავს. ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში. პროექტი „შეეხე მეცნიერებას“ წელს დემირელის სახელობის კოლეჯის ინიციატივით იმართება და მასში დედაქალაქის სხვადასხვა სკოლაც მონაწილეობს. მეცნიერების ფესტივალში 2016 წლის ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გამომგონებლებიც არიან ჩართულნი, რომლებიც დამთვალიერებლებს საკუთარ პროექტებს გააცნობენ და მისცემენ რჩევებ სამ თემით დაინტერესებულ მოსწავლეებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)