|
2017-05-06 13:42:51, 1849 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
მეტრო ,,ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი რეკრეაციული ზონის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა. სკვერი სრულად კეთილმოეწყო. დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, შადრევანი, დაიგო ქვაფენილი, მოეწყო ბორდიურები და კიბეები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური გაზონი და დაირგო 800 ძირი მარადმწვანე ბუჩქი. ,,ეს არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება. იყო მოთხოვნა სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. 150 000 ლარი დაიხარჯა სკვერის განახლებაზე. უახლოეს დღეებში აღდგება შადრევანი და აქ ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე იქნება. თითო რაიონის ტერიტორიაზე ასეთი ათი სკვერი განახლდება, რათა მეტი დასასვენებელი სივრცე გვქონდეს ქალაქში", - განაცხდა დავით ნარმანიამ. სკვერში დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ზონის მოწყობა, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. ასევე, გურამიშვილის გამზირზე დასრულდა ოთხკილომეტრიანი გზისგამყოფი ზოლის რეაბილიტაცია. დაიგო რულონური ბალახი და 16 სახეობის 18 200 ძირი მცენარე დაირგო. თბილისის მერთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გოგა წერეთელმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)