|
2017-05-06 10:40:02, 1500 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი საქართველოში მოიწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს და პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს. საქართველოს შს მინისტრი უკრაინის ელჩს შსს-ს აკადემიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრენინგების პროექტზე ესაუბრა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთიანი მიდგომების შემუშავებას და პარტნიორ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს. გიორგი მღებრიშვილმა იგორ დოლგოვს შს სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები და პროექტები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შს მინისტრმა, უკრაინელი კოლეგა - არსენ ავაკოვი საქართველოში პოლიციელის დღის აღსანიშნავ ოფიციალურ ღონისძიებაზე მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)