|
2017-05-05 11:00:53, 1604 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ბულინგის თემაზე რამდენიმე შეხვედრა გამართა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ბულინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ცენტრის ინფორმაციით, თელავში, ყვარელსა და ბათუმში გამართულ ტრენინგებს სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, ასევე პედაგოგები დაესწრნენ. ტრენინგის მიზანი იყო მოზარდებში ძალადობრივი ქცევის ნიშნების ამოცნობა, დროული და ეფექტიანი რეაგირება, პრევენცია. ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგის არსის, გამომწვევი მიზეზების, მისი სახეებისა და შედეგების შესახებ. ყვარელსა და ბათუმში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ ტრენინგის მიმდინარეობაში; მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჯგუფური დავალების შესრულებასა და მოცემული თემის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში. ტრენინინგის ფარგლებში ბულინგის თემაზე ვიდეორგოლის ჩვენება და შემდგომ, მისი განხილვა/დისკუსია გაიმართა. თელავში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას კი საჯარო სკოლების მშობლები დაესწრნენ. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბულინგის პრევენციისთვის ოჯახისა და სოციალური გარემოს მნიშვნელობის შესახებ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება, პიროვნული განვითარება და კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)