|
2017-05-05 09:14:25, 1620 ნახვა
საზოგადოება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა (ვიდეო)
4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვა მოიპოვა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო. "მასთან ადრე წაგებული მაქვს, ძალიან ძლიერი მეტოქეა. რომ შემძლებოდა, მარტივად მოვუგებდი, მაგრამ ვერა - გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაღება დამჭირდა. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მეტოქე რუსია, ფრანგი თუ ამერიკელი. ყველა მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემ და ყველას ერთნაირად ვეკიდები. ოლიმპიადამდე 4-წლიანი ციკლია და ეს ევროპის ჩემპიონატი ამ ციკლის დასაწყისია. ის წარმატებით დავიწყე და იმედია, ტრავმები ხელს არ შემიშლის, კარგად გავივლი ამ გზას და ოლიმპიადას მეორედ მოვიგებ", - აღნიშნა ხინჩეგაშვილმა. ხინჩეგაშვილმა პირველ შეხვედრაში მოლდოველ მეტოქეს 4-1 სძლია. ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი 9-5 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს დაუპირისპირდა, ანგარიშით 8-2 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდა. ხინჩეგაშვილმა დაძაბულ ორთაბრძოლაში რუს სპორტსმენს 10-9 სძლია და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)