|
2015-04-10 17:52:46, 4501 ნახვა
სპორტი
უფლებადამცველები თვლიან, რომ 2012 წლის ბოლოს განხორციელებული ამნისტია მიზანშეწონილი იყო
უფლებადამცველების ნაწილი მიიჩნევს, რომ 2012 წლის ბოლოს განხორციელებული ამნისტია მიზანშეწონილი იყო. „გლობალური კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ნანა დევდარიანის განცხადებით, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, შალვა აბულაძის მაგალითზე არ შეიძლება ითქვას რომ ამნისტია დასაგმობია. „სანამ სასამართლო განაჩენი არ დადგება, ვერავინ იტყვის, რომ შალვა აბულაძე დამნაშავეა. ამას გარდა, განმეორებით დანაშაულზე ამნისტიით გათავისუფლებული პატიმრების უმცირესი ნაწილი მიდის. ამნისტია როგორც ჰუმანური აქტი არასოდესაა დასაგმობი. გაიხსენეთ, რამდენი მძიმე დანაშაულში ბრალდებული და გასამართლებული პირი გამოუშვა შეწყალებით სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეებში. ესაა უზარმაზარი სია, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულებიც. თან უშვებდა პარტიმრებს, რომ კრიმინოგენული ვითარება დამძიმებულიყო, თან იმადლიერებდა მათ. გამორიცხული არაა, რომ ამ პატიმრების გამოყენებას გეგმავდნენ და გეგმავენ ნაციონალები. მათ გაავსეს ციხეები პატიმრებით, გვყავდა 300 ათასი პრობაციონერი. ახლა ამბობენ, რომ ისინი ქვეყნის აღმშენებლები იყვნენ, „ქართულმა ოცნებამ“ კი, ორ წელში დაანგრია ყველაფერი. თუ კრიმინალი არ იყო ნაციონალების დროს, რატომ იჯდა 26 ათასი პატიმარი ციხეში?“, - აცხადებს ნანა დევდარიანი. კიდევ ერთი უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ 2012 წლის ბოლოს განხორციელებული ამნისტია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელის თქმით, საზოგადოებაში და პოლიტიკოსებში გამოთქმული მოსაზრება, რომ ამნისტიის საკითხი გადასახედია, არასწორია. „ამნისტია ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილია და ყოველთვის ამართლებს. ყველა კრიმინოგენულ გამოკვლევებსა და გამოცემებში ამაზეა საუბარი. მით უფრო იმ ქვეყანაში, რომელიც მოულოდნელად „ჩემპიონი“ გახდა პატიმართა რაოდენობის მიხედვით. ამიტომ 2012 წლის ბოლოს განხორციელებული ამნისტია საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. შალვა აბულაძის შემთხვევა, თუმცა უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან სასამართლოს მიერ ჯერ არ დასტურდება მის მიერ დანაშაულების ჩადენა, არ გაამართლებს საზოგადოებაში და პოლიტიკოსებში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ამნისტიის საკითხი გადასახედია, რომ ამნისტია არაა კარგი. რაც შეეხება უდოს შემთხვევას, თუ კარგად იქცევა პატიმარი, ეს სისტემა მას შესაძლებლობას აძლევს გათავისუფლდეს ვადამდე ადრე. ესეც არ მიმაჩნია იმ გარემოებად, რომ ეს ერთი შემთხვევა ამ სისტემის მოსარყევ არგუმენტად განვიხილოთ. ექსცესები და უმძიმესი დანაშაული ყოველთვის იქნება. იმისთვისაა სახელმწიფო, რომ ერთის გამო 100-ზე არ გადატეხოს ჯოხი,“ - აცხადებს ლია მუხაშავრია. შეგახსენებთ, პოლიციის მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. თუმცა, სასჯელი თავდაპირველად ამნისტიის საფუძველზე გაუნახევრდა, შემდეგ კი იგი ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)