|
2017-05-03 17:44:18, 1804 ნახვა
საზოგადოება
შსს საქართველოში რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ ერთ-ერთი წევრის შემოსვლას ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ ერთ-ერთი წევრის შემოსვლას ადასტურებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბაიკერ-კლუბის ერთ-ერთი წევრი საქართველოში ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად ჩამოვიდა. "ექსპრენიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "სოციალურ ქსელში ე.წ. „ღამის მგლებთან“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ბაიკერების - ე.წ. „ღამის მგლების“ 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას. ამასთან, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, „ღამის მგლების“ ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „ღამის მგლების“ ჯგუფის წევრია. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის. შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის ინციდენტს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც „ღამის მგლების“ ერთ-ერთი ბაიკერი ჩანს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)