|
2017-05-03 13:58:43, 1541 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოვალური თარგის სამუშაოები დასრულდა
დედაქალაქის იერსახისა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ოვალური თარგის გამწვანების სამუშაოები დაასრულა. დასრულებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად დაათვალიერა. „ჩვენ მეორე ეტაპის სამუშაოებსაც გავაგრძელებთ. ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან მშენებარე მეტროსადგურამდე, ეს ტერიტორია მთლიანად კეთილმოეწყობა, უკეთ გამწვანდება და ქალაქში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სივრცე შეგვემატება“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე გამოიცვალა მიწის ზედაპირი, აღდგენილია სარწყავი სისტემა, ასევე, დაიდგა დეკორატიული სანათები, დაირგო იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეები - 15 ძირი მრავალწლოვანი ზეთისხილი, ლეილანდები, არიზონას კვიპაროსები, ჯუჯა ფოტინიები, ვარდები, სეზონური ყვავილები, დაიგო რულონური ბალახი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)