|
2017-05-02 14:42:15, 1467 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ყატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება თბილისსა და დოჰას, როგორც ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყატარის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, რომ თბილისს მდიდარი საინვესტიციო პოტენციალი აქვს, რითიც ყატარის სახელმწიფო დაინტერესებულია. დავით ნარმანიამ კი, თავის მხრივ, მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყატარის სახელმწიფოს ელჩმა, შეხვედრის დასასრულს, თბილისის მერს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა. დავით ნარმანიამ ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)