|
2017-05-02 12:22:43, 1842 ნახვა
საზოგადოება
სამასპინძლო დაწესებულებებში მოწევის აკრძალვა 1 მაისიდან დაიწყება - კაზინოებში კი, მოწევა დასაშვები იქნება
კაფეებსა და რესტორნებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პირველ მაისამდე გადაიდო. როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის ავტორმა გუგული მაღრაძემ აღნიშნა, სამასპინძლო ინდუსტრიას მოსამზადებლად დრო მიეცემა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, მოწევა დასაშვები იქნება კაზინოებში და სიგარა-ბარებში, რომლებსაც ლიცენზია ექნებათ. „მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად, მივედით კონსენსუსამდე, რომლის შედეგად, გადავწიეთ ვადები. შეიძლება, იგივე სამასპინძლო ბიზნესს სჭირდებოდეს დრო, რომ მოსაწევი ღია ადგილები გამოყოს. პარლამენტის წევრებისგან ასევე იყო შენიშვნები რეკლამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. ცნობისთვის, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში კანონები 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)