|
2017-05-02 11:56:17, 1853 ნახვა
საზოგადოება
ქართულმა კომპანიამ „რეგიონმედიამარკეტმა“ და უკრაინულმა კომპანიამ “Агентсво PR Batteries” მემორანდუმი გაფორმეს
დღეს, კიევში, ქართული კომპანია „რეგიონმედიამარკეტს“ და უკრაინულ კომპანია “Агентсво PR Batteries” შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ,,რეგიონმედიამარკეტი“, რომელიც ქართულ მედიაში სარეკლამო დროების მფლობელიცაა, საქართველოში ბიზნესმენებს უკრაინის სარეკლამო ბაზარზე გასვლას შესთავაზებს. „ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სარეკლამო სფეროში, კომპანია „რეგიონმედიამარკეტი“ აპირებს უკრაინულ კომპანია “Агентсво PR Batteries” -ს მიაწოდოს საქართველოს ბიზნეს სექტორის სარეკლამო წინადადებები“, -ნათქვამია მემორანდუმში, რომელსაც „რეგიონმედიამარკეტის“ დირექტორი ლევან ალექსიშვილი და უკრაინული კომპანიის “Агентсво PR Batteries” გენერალური დირექტორი რომან მედინსკი აწერენ ხელს. „ეს არის ახალი შესააძლებლობა ქართული ბიზნესისათვის, ვინც უკრაინის ბაზარზე მუშაობს და ვინც აპირებს შემოსვლას, რადგან ამ თანამშრომლობით ,,რეგიონმედიამარკეტს“ ექნება განსაკუთრებული სარეკლამო პირობები უკრაინული ბაზრით დაინტერესებული ბიზნესისთვის. წინადადებები განსაკუთრებით საინტერესო იქნება საქართველოს ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის.“ აცხადებს „რეგიონმედიამარკეტი“-ს დირექტორი ლევან ალექსიშვილი. „ქართულ უკრაინული მეგობრობის ამბავი ცნობილია, ჩვენთვის და ჩვენი კომპანიისათვის კი ესაა კარგი შესაძლებლობა ქართული ბიზნესი შემოვიდეს უკრაინულ სარეკლამო ბაზარზე და პირიქით. იმედი მაქვს, უკრაინის სარეკლამო ბაზარით ქართული კომპანიები დაინტერესდებიან და ასევე ამ პროცესს ექნება უკუკავშირი. უკრაინელი ტურისტი დაინტერესებულია საქართველოთი და ამ თანამშრომლობით მათ ექნებათ არჩევანის ჯერ კიდევ უკრაინაში გაკეთების საშუალება“ , აცხადებს “Агентсво PR Batteries” -ის გენერალური დირექტორი რომან მედინსკი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)