|
2017-05-02 11:51:09, 1508 ნახვა
საზოგადოება
თეზი გაბუნიას „დაასრულე ფერწერა" არტარეა გალერეაში
თიბისი ბანკის და ტელეკომპანია არტარეას მხარდაჭერით, არტარეას საგამოფენო სივრცეში ახალგაზრდა არტისტების, „თეზი გაბუნია გუნდის" ინტერაქციული პროექტის „დაასრულე ფერწერა" პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ნამუშევრებში ასახული სიტუაცია გაეცოცხლებინა, თავად განევრცო ის და გამხდარიყო შემოქმედებითი პროცესის ნაწილი. „დაასრულე ფერწერა" მხატვრობის წარმოების თემას აგრძელებს. პროექტის იდეაა- ხელოვნების ნამუშევარი გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი. პროექტზე თეზი გაბუნიასთან ერთად ახალგაზრდა არტისტები: დათო ცანავა, ოთო შენგელია, დათო კოროშინაძე და გვანცა გაბუნია მუშაობდნენ. „დაასრულე ფერწერა" არტარეას საგამოფენო სივრცის შემდეგ, 5 მაისს უკვე საერთაშორისო ფოტოკონკურსის „ქოლგის" ფარგლებში გამოიფინება. თიბისი ბანკისა და თეზი გაბუნიას თანამშრომლობა ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ახალგაზრდა არტისტის ინტერაქციული არტ-პროექტი, „შეყავი თავი გალერეაში" თიბისი გალერეაში გამოიფინა. მოგვიანებით პროექტი ქვეყნის ფარგლებს გასცდა და ვენის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე (Art Fair) 28 ქვეყნის თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს შორის, ქართულ პავილიონში იყო წარმოდგენილი. პროექტის „შეყავი თავი გალერეაში" შესახებ მასალა სხვადასხვა პრესტიჟულ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში მოხვდა, მათ შორის: ამერიკულ Insider" -ში, "Designboom"-ში, გერმანულ "Berlin ArtParasites"-სა და ფარნგულ "Beaux Arts magazine" -ში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)