|
2017-05-01 20:55:21, 1302 ნახვა
სპეციალური ანონსი
2 მაისის ანონსი
2 მაისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში," საქართველოს სახალხო დამცველი, USAID-ის მიერ დაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG), ევროკავშირის პროექტთან „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში", ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსთან" (OSGF) და „კოალიცია თანასწორობისთვის" ერთად, გამართავს კონფერენციას ანტი-დისკრიმინაციული კანონის მოქმედების 3 წელი: მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. 2 მაისს, 09:30 საათზე, გაეროს სახლში (რ. ერისთავის ქ. 9, თბილისი) გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აწყობენ პრესკონფერენციას საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების მხარდასაჭერად. 2 მაისს, 11: საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში ბრიფინგი გაიმართება: იუსტიციის სახლს კიდევ ერთი უწყების შსს-ს მომსახურების სააგენტოს ნასამართლობის ცნობის გაცემის სერვისი დაემატა. მის: თბილისი, სანაპიროს ქ. #2. (მე-3 სართული) 2 მაისს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე შეხვედრას გამართავს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩთან იონას პასლაუსკასთან. 2 მაისს, 15.00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია EBRD-ის მიერ თიბისი ბანკისთვის 100 მლნ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. პრესკონფერენციას დაესწრებიან იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბრუნო ბალვანერა - EBRD-ის დირექტორი კავკასიის რეგიონში, მოლდოვასა და ბელარუსში და ვახტანგ ბუცხრიკიძე - თიბისი ბაკის გენერალური დირექტორი. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, მესამე სართული 2 მაისს 17:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება.
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საჩუქრები
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები - მარტივი ყოველდღიური საბანკო მომსახურება
EPRC: ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს შეიცავს
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)