|
2017-05-01 18:31:26, 1644 ნახვა
საზოგადოება
ქართული ენის კონკურსზე ქართველებთან ერთად უცხოელი მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ
თბილისში ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი და საზეიმო ღონისძიება გაიამართა. 1300 მოსწავლე აქედან არაქართველი გახლდათ. გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენდნენ, ხოლო არაქართულენოვან საკონკურსო ტურში კი გამარჯვება თურქ, კორეელ, აზერბაიჯანელ და შუა აზიელ მოსწავლეებს ერგოთ. კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები კალიგრაფიის ეროვნულმა ცენტრმაც გამოავლინა. საპრიზო ადგილები ჭუბერის სკოლის მოსწავლემ და სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ თურქმა მოწაფეებმა მოიპოვეს. „ჩვენთვის, როგორც მასპინძელი და ორგანიზატორი სკოლისთვის საამაყო და სასიხარულოა, რომ ქართული ენის ოლიმპიადაში მხოლოდ დედაქალაქის მოსწავლეები არ იღებენ მონაწილეობას. წელს გამარჯვებულები მთელი საქართველოს მასშტაბით გვყავს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ქართველი და უცხოელი მოსწავლე დაინტერესდება ჩაერთოს ამ მნიშვნელოვან პროექტში“. - განაცხადა სკოლა-ლიცეუმ “სხივის” დირექტორმა ეკა ჩიქობავამ. ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა საქართველოში სკოლა-ლიცეუმ „სხივის ორგანიზებით ტარდება. 10 წლიანი ისტორიის მანძილზე სკოლამ 15 000-ზე მეტ ნიჭიერ ქართველ და უცხოელ მოსწავლეს უმასპინძლა. წლების განმავლობაში იზრდება არაქართველი მოსწავლეების ინტერესი ქართული ენისა და კულტურის მიმართაც, რასაც ბოლო ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგებიც ცხადყოფს. ოლიმპიადა ყოველი წლის აპრილში იმართება და მისი მიზანია ქართველ და არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა, მოსწავლეებში წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება, კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერება, კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ წახალისებას. წელს ოლიმპიადა კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე სწავლების წახალისება და ხელშეწყობაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)