|
2017-05-01 18:18:15, 1525 ნახვა
საზოგადოება
ზესტაფონის №19ა-ში კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები გრძელდება
ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის №19ა-ში კორპუსის დაზიანებული ნაწილის გამაგრება გრძელდება. გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი შენობის მდგომარეობას მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. მათივე ცნობით, თექვსმეტსართულიანი კორპუსის სვეტზე ბზარები გუშინ გაჩნდა, რის გამოც შენობის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება გახდა საჭირო. გუშინვე განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია. ოჯახები, რომლებსაც ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვთ, დროებითიფართით გამგეობამ უზრუნველყო და სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა. მოსახლეობა საკუთარ ბინებში დაბრუნებას კორპუსის დაზიანებული კოლონის შეკეთების შემდეგ შეძლებს. თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის პირველადი დასკვნის მიხედვით, კორპუსისმდგომარეობა მე-3 კატეგორიის ავარიულობით შეფასდა. შენობის ფრაგმენტის დაზიანების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. რამდენიმე დღეში დაიწყება კორპუსის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა. ზესტაფონის №19ა-ში გამაგრებით სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)