|
2017-05-01 17:37:40, 1710 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოხსენება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და განხორციელებულ ღონისძიებებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ გააკეთა. ასევე, კულტურის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის შესახებ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ ისაუბრა. ანგარიშის ბოლოს საზოგადოების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღა“ და აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აფხაზურ ენოვანი სპექტაკლით წარსდგნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)