|
2017-05-01 15:49:06, 2410 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში რუსული კომპანია ოპერირებს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს
რუსული ტურისტული კომპანია "Georgiansuntour", რომელიც მომხმარებელს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში ტურებს სთავაზობს, ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევს. კერძოდ, კომპანიის ავტომობილებზე, რომლებიც საქართველოში გადაადგილდებიან, საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ოსეთის გარეშეა გამოსახული. როგორც კომპანიის ვებ-გვერდიდან ირკვევა, მათი ოფიციალური წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაშია, სანკტ-პეტერბურგშია. მათ ქართული საკონტაქტო ნომრები არ აქვთ. კანონი განსაზღვრავს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად არის ოკუპირებულიდა ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს. აღნიშნული კანონი 2008 წლის 23 ოქტომბერს მიიღეს. კანონის პრეამბულის თანახმად, საქართველო არის სუვერენული, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს სახელმწიფოს მკაფიოდ და ნებაყოფლობით განცხადებული თანხმობის გარეშე, 1907 წლის ჰააგის რეგულაციების, 1949 წლის ჟენევის IV კონვენციისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების შესაბამისად, არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის უკანონო სამხედრო ოკუპაცია. "ექსპრესნიუსმა" აღნინული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე მიაწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)