|
2017-05-01 15:19:19, 1633 ნახვა
საზოგადოება
მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტისკენ, მსვლელობა დაიწყო
“საქართველო კომპანია არ არის“, „თავისუფლების აქცია მონობის აქციაა“, „ყველა მასწავლებელს ღირსეული შრომითი ანაზღაურება“, „ 416 დაღუპული“, „ხალხის წინააღმდეგ სამართლიანი გადასახადები ამცირებს სიღარიბეს“, - ამ ტრანსფარანტებით პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, ვეტერანები, ბანკების დაზარალებულები და აუდიტორია 115-ის წევრები მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. „სოლიდარობა მუშებს“ - სკანდირებენ ისინი და მინიმალური ხელფასის შესახებ ახალი კანონის მიღების, საბანკო სექტორის შეზღუდვის, კონსტიტუციაში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ჩანაწერის გაუქმებისა და ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით გამოდიან. მშრომელთა საერთაშორისო დღე, ან შრომის დღესასწაული ან მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღინიშნება ყოველი წლის 1 მაისს მუშათა საერთაშორისო მოძრაობის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევებისთვის. ეს თარიღი გამოიყენება ერთი შემთხვევის გამო, რამაც დასაბამი მისცა მუშათა ორგანიზებულ წინააღმდეგობას სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. 1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვა-საათიანი სამუშაო დღე აშშ-ში, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. მას შედეგად საერთო გაფიცვა და ამბოხი მოჰყვა ჩიკაგოში, თუმცა ასევე ოფიციალური სანქციაც რვა-საათიან სამუშაო დღეზე. მაისის დღის ამბოხი მოგვიანებით განმეორდა 1894 და 1919 წლებშიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)